რა მდგომარეობაა ევროპის ქვეყნებში, სადაც ქარიშხალი „ელეონორა“ მძვინვარებს

ზამთრის ქარიშხალმა „ელეონორამ“ მთელს ჩრდილოეთ ევროპას გადაუარა. თავდაპირველად ის დიდ ბრიტანეთში მძვინვარებდა, რის შედეგადაც, ათიათასობით სახლი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა და ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხდა. ირლანდიაში წყალდიდობა, ნგრევა და შემდეგ სრული სატრანსპორტო კოლაფსი მოხდა. საფრანგეთში, ალპებში ალპინისტი დაიღუპა, რომელსაც ხე დაეცა, ხოლო კიდევ ათი ადამიანი დაშავდა. ბოლო ინფორმაციით, იზერის დეპარტამენტში, სახლში სადაც წყალი შევარდა, მოხუცი ქალბატონი გულით გარდაიცვალა. ამავე დეპარტამენტში მეხანძრე–მაშველი, რომელიც ერთ–ერთ ოჯახს ეხმარებოდა, მოვარდნილმა წყალმა წაიღო. ხოლო სავოის დეპარტამენტში ერთი ფერმერი მეწყერმა იმსხვერპლა.
фото: eurointegration.com.uaშვეიცარიაში ძლიერი ქარიშხლის შედეგად. რელსებიდან მატარებელი გადავიდა, რამდენიმე მგზავრმმა დაზიანება მიიღო. ნიდერლანდებში ერთ ადამიანს ხე დაეცა. ქარიშხალი „ელეონორა“ სეზონზე მეხუთე ევროპული ქარიშხალი გახდა, რომელსაც სახელი მიანიჭეს.
საფრანგეთის ჩრდილოეთით ელექტროენერგიის გარეშე 200 ათასზე მეტი სახლი დარჩა. ამას გარდა, პარიზში სწორედ სტიქიის გამო. ეიფელის კოშკი დაკეტეს. დაკეტილია ქალაქის პარკებიც, რადგან ხელისუფლება შიშობს, რომ მოწყვეტილმა ხეებმა შეიძლება ადამიანებს საფრთხე შეუქმნან.
ქარიშხალს გერმანიაში „ბურგლინდი“ დაარქვეს. მან ტრანსპორტის მიმოსვლაში სერიოზული შეფერხებები შექმნა. შვეიცარიასა და ავსტრიაში ასევე. მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, ზოგიერთ მთიან რაიონში კი. დიდთოვლობის საფრთხეა გაზრდილი.
ბელგიაში საფრთხის „ნარინჯისფერი“ დონეა გააქტიურებული, ის ოთხი დონიდან მესამეა. ხელისუფლება მოქალაქეებს სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებს. ამსტერდამის აეროპორტში 200–ზე მეტი რეისია გადადებული. ასევე. დაკეტილია რამდენიმე ძირითადი მაგისტრალი და გაუქმებულია მატარებლების მიმოსვლაც. ნიდერლანდებში ყველა ღონეს ხმარობენ, წყალდიდობის თავიდან ასაცილებლად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები