თეთრ სახლში პირადი მობილური ტელეფონების გამოყენება აიკრძალება

მომავალი კვირიდან, თეთრი სახლის თანამშრომლებს და სტუმრებს, მის ტერიტორიაზე პირადი მობილური ტელეფონების გამოყენება აეკრძალებათ. ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სარა სანდერსმა განაცხადა.
„თეთრი სახლის ტექნოლოგიური სისტემების უსაფრთხოება და მთლიანობა აშშ–ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მთავარი პრიორიტეტია. აქედან გამომდინარე, მომავალი კვირიდან, ყველანაირი პერსონალური დივაისის გამოყენება აიკრძალება თეთრი სახლის დასავლეთ ნაწილში,“–განუცხადა ჟურნალისტებს სანდერსმა. მისი თქმით, ადმინისტრაციის თანამშრომლები სამუშაოს მთავრობის მიერ გაცემული მობილური მოწყობილობებით შეასრულებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები