ჩვენი დროის უდიდესი მაესტრო დანიელ ორენი ორ კონცერტს: „ოპერა – ფანტაზიას“ უდირიჟორებს

თანამედროვეობის უდიდესი დირიჟორი – დანიელ ორენი თბილისის ოპერის სცენაზე ორ კონცერტს გამართავს.
16 და 18 იანვარს, 20 საათზე, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი კონცერტს – „ოპერა – ფანტაზიას“ უმასპინძლებს, რომელთაც ჩვენი დროის უდიდესი მაესტრო, თბილისის ოპერის თეატრის მუსიკალური დირექტორიდანიელ ორენი უდირიჟორებს.
კონცერტში მონაწილეობას მიიღებს თბილისის ოპერის თეატრის გუნდი და ორკესტრი. შესრულდება ფრაგმენტები ვერდის ოპერიდან -„ბედის ძალა“, „დონ კარლოსი“, „ტრუბადური“, „ტრავიატა“, ნაბუკო“, „მაკბეტი“, „აიდა“, ასევე როსინის ოპერიდან „სევილიელი დალაქი“, ბიზეს ოპერიდან „კარმენი“, პუჩინის ოპერიდან „მანონ ლესკო“, მასკანის „სოფლის ღირსება“; ასევე, რაველის „ბოლერო“.
დანიელ ორენი სხვადასხვა დროს მნიშვნელოვან პოზიციებს იკავებდა იტალიის ისეთ თეატრებში, როგორიცაა – ტრიესტეს Teatro Verdi, ნეაპოლის Teatro San Carlo, გენუის Teatro Carlo Felice. 2007 წლიდან ორენი სალერნოში (იტალია) ვერდის სახელობის ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია, 2018 წლიდან კი – თბილისის ოპერის თეატრის მუსიკალური დირექტორი.
მიწვეული დირიჟორის სტატუსით, ორენი აქტიურად გამოდიოდა ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ ოპერაში, ლონდონის კოვენტ გარდენში, ვენის შტატსოპერაში, ასევე სანფრანცისკოს, ჰიუსტონის, ბუენოს აირესის, პარიზის, თელავივის, ტოკიოს საოპერო თეატრებში.
მაესტრო უმეტესად საოპერო ჟანრზეა ფოკუსირებული, თუმცა, სხვადასხვა დროს მას სიმფონიური მუსიკის კონცერტები გაუმართავს მსოფლიო კლასის ისეთ კოლექტივებთან, როგორიცაა ბერლინის, ისრაელის, მიუნხენის რადიოს ფილარმონიული ორკესტრები. რაც შეეხება ძირითად რეპერტუარს, ორენი ცნობილია, როგორც ვერდისა და პუჩინის საუკეთესო ინტერპრეტატორი, თუმცა, წარმატებით ასრულებს ბელინის, დონიცეტის, ჰალევის, ჯორდანოს, ბიზეს და სხვათა მრავალრიცხოვან ნაწარმოებს. უმუშავიალუჩანო პავაროტისთან, პლასიდო დომინგოსთან, რაინა კაბაივანსკასთან, გენა დიმიტროვასთან, ფიორენცა ჩედოლინსთან, მარსელო ალვარესთან, რუჯერო რაიმონდისთან და სხვა დიდ მომღერლებთან ერთად .

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები