რუსეთი აშშ-ს აფრთხილებს, ირანში განვითარებულ საპროტესტო აქციებში არ ჩაერიოს

რუსეთის დიპლომატები აშშ-ს აფრთხილებენ, რომ არ ჩაერიონ ირანის საპროტესტო აქციებში და აღნიშნავენ, რომ ვაშინგტონს სურს ირანში არსებული არეულობა, ირანთან ბირთვული შეთანხმებისთვის გამოიყენოს. ინფორმაციას სააგენტო “abcnews.go.com” ავრცელებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიბკოვმა განაცხადა, რომ “ჩვენ ვაფრთხილებთ აშშ-ს, არ ჩაერიოს ირანის ისლამური რესპუბლიკის შიდა საქმეებში”.
“აშშ ცდილობს გამოიყენოს ცდუნება, რათა აამოქმედოს ერთობლივი სამოქმედო გეგმა, რომელიც ზღუდავს ირანის ბირთვულ პროგრამას, მათ შორის ურანით გამდიდრებას 10 წლის განმავლობაში”, _ განაცხადა რიბკოვმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები