„მეოთხე ბრაიტონი” იმ ფილმების სიაში შეიყვანეს, რომელთაც ყველაზე მეტად ელოდებიან 2018 წელს

ლევან კოღუაშვილის „მეოთხე ბრაიტონი” იმ ფილმების სიაში შეიყვანეს, რომელთაც ყველაზე მეტად ელოდებიან 2018 წელს. როგორც „კვირას“ ეროვნულ კინოცენტრში განუცხადეს, ქართველი რეჟისორის ფილმი ამერიკულმა კინოგამოცემამ IONCINEMA.com-მა და საავტორო კინოს ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა ვიდეოპორტალმა – ბრიტანულმა MUBI-მ შეიყვანა სიაში.
ლევან კოღუაშვილის ახალ მხატვრულ ფილმს „მეოთხე ბრაიტონს” ქართველი მაყურებელი 2018 წლის მაისში იხილავს. მოქმედება ნიუ-იორკში ვითარდება.
ფილმში ნაჩვენებია ქართველი ემიგრანტების პრობლემები, ასევე ასახავს მამებისა და შვილების ურთიერთობის მარადიულ საკითხებს. თუმცა, ფილმის მთავარი თემა მაინც თანამედროვე ქართველების ცხოვრების ჩანახატებია.
ფილმი საქართველოს, საფრანგეთის, საბერძნეთისა და ბულგარეთის ერთობლივი ნამუშევარია.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები