ავსტრალიაში მარიხუანას სამედიცინო მიზნებისთვის გამოიყენებენ

ავსტრალიაში შემოტანილ მარიხუანას სამედიცინო მიზნებისთვის გამოიყენებენ, _ ამის შესახებ ავსტრალიის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა და აღნიშნა, რომ სურვილი აქვს, ავსტრალია პირველი ქვეყანა გახდეს, რომელიც სამედიცინო მარიხუანით მსოფლიო ბაზარს მოამარაგებს.
ავსტრალიაში მარიხუანას საექსპორტო რეგულაცია უკვე მიღებულია, ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით კი, ეს ფაქტი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას ხელს შეუწყობს.
ვიქტორია ავსტრალიის პირველი შტატი გახდა, სადაც სამედიცინო მიზნებისთვის მარიხუანას გამოყენება შესაძლებელია.
მარიხუანას შესახებ ავსტრალიელი ექიმები სხვადასხვა სახის განცხადებებს ავრცელებენ და მათი უმეტესობა სამედიცინო მარიხუანას გამოყენებას ეწინააღმდეგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები