მიხეილ გიორგაძე: ბიბლიის უნიკალური გამოცემა პატრიარქისთვის საუკეთესო საჩუქარია

“დღეს ბიბლიის უნიკალური გამოცემის პრეზენტაციაა, რომელზე მუშაობას, თარგმნას, რედაქტირებას სულხან-საბამ თავის ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი მიუძღვნა, თუმცა გამოცემა ვერ მოასწრო”, – ამის შესახებ საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ საპატრიარქოში ბიბლიის გამოცემის პრეზენტაციაზე შესვლის წინ განაცხადა.
მან მადლობა გადაუხადა ყველა იმ მეცნიერს, ვინც ამ წმინდა წიგნის გამოცემაზე მუშაობდა.
„დღეს ჩვენ უკვე გვაქვს დახვეწილი და სრულყოფილი ტექსტი. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ყველა მეცნიერს, ვინც მუშაობდა წმინდა წიგნის ამ გამოცემაზე და ვფიქრობ, მისი უწმინდესობისთვის ეს, ალბათ, ყველაზე საუკეთესო საჩუქარია, მის იუბილესთან დაკავშირებით“, – აღნიშნა მიხეილ გიორგაძემ.
შეგახსენებთ, რომ საპატრიარქოში მცხეთური ბიბლიისა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ გამოცემული ბიბლიის ორი განახლებული გამოცემის პრეზენტაცია მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები