თემირლან მაჩალიკაშვილს სამკურნალოდ საზღვარგარეთ წაიყვანენ

პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას დაჭრილ თემირლან მაჩალიკაშვილს სამკურნალოდ საზღვარგარეთ წაიყვანენ, სამკურნალო კლინიკას ჯანდაცვის სამინისტრო შეარჩევს.
წმინდა მიქაელის სახელობის საავადმყოფოს, სადაც ამჟამად პაციენტი იმყოფება, კონსულტაციას მოსკოვიდან მოწვეული ნეიროქირურგიც უწევს. თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.
„იყო სატელეფონო საუბრები კონსილიუმში მონაწილე სპეციალისტებს შორის. მიღებული იქნა ასეთი გადაწყვეტილება: ჯანდაცვის სამინისტრო სხვადასხვა ქვეყანაში დაუკავშირდება კლინიკებს, სპეციალისტებს, მათ შესაბამის დოკუმენტაციას მიაწვდის. შეირჩევა კლინიკა, შემდგომში მოხდება პაციენტის მდგომარეობის კიდევ ერთხელ საფუძვლიანად შეფასება და მისი გადაგზავნა შერჩეულ კლინიკაში“, – განაცხადა კლინიკის მენეჯერმა ზაზა ლურსმანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები