ლიბერთი ბანკი 2017 წლის შემაჯამებელ სოციალური პასუხისმგებლობის ანგარიშს აქვეყნებს

ლიბერთი ბანკმა 2017 წლის შემაჯამებელი სოციალური პასუხისმგებლობის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ გასულ წელს ლიბერთი ბანკის დახმარებით, 50-ზე მეტ მიუსაფარ ბავშვთა სახლს ჰქონდა უწყვეტი ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი, რომლის საფასურის სრული ანაზღაურება, მთელი წლის განმავლობაში ბანკმა უზრუნველყო.

ასევე, ლიბერთი ბანკის სათაო ოფისში ხელი მოეწერა მემორანდუმს Educare Georgia-სთან და Khan Academy-ს ფარგლებში „ლიბერთი ბანკი“ ონლაინ განათლების ხელშეწყობის პროგრამაში ჩაერთო.

ბანკმა შეძლო 700-ზე მეტი სოციალურად დაუცველი ოჯახის, სტუდენტებისა და ახალგაზრდა სპორტსმენების  ფინანსური და მატერიალური მხარდაჭერა.

აღსანიშნავია, რომ 2014 წლიდან დღემდე მოქმედებს “სოლიდარობის ფონდის” მხარდაჭერის პროგრამა. პროგრამის ფარგლებში ბანკმა ფონდის ანგარიშზე ჯამში 600 000 ლარზე მეტი გადარიცხა, რითაც 22 წლამდე ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებსა და მოზარდებს დახმარება გაუწია.

 იხილეთ 2017 წლის სამოქალაქო პასუხისმგებლობის (CSR) ანგარიში –  https://libertybank.ge/ge/CSR2017

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები