დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, გლდანისა და სამგორის ზოგიერთ ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, 11:00-დან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გლდანის II მიკრორაიონის, სარაჯიშვილის, ჭედიას, კაჭარავას, ანდრონიკაშვილის, ულიანოვის, ერისთავი-ჯორჯაძის, კრუპსკაიას, რიონის, ფოცხიშვილის, ზაჰესის და სკოლის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დღესვე, 11:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ვარკეთილი-3-ის მიკრორაიონების, კახეთის გზატკეცილის, სამშენებლო დასახლების, შუამთის, ჯავახეთის და გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის. აბონენტებს ელექტრომომარაგება სამუშაოების დასრულების შემდეგ აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები