ხორავას ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირების შედეგად კიდევ ორი მოზარდი დაიჭრა

ხორავას ქუჩაზე, 51-ე სკოლის მოსწავლეებს შორის მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების დროს, კიდევ ორი მოზარდი დაიჭრა.
ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია “რუსთავი2” ავრცელებს.
ტელეკომპანიის ცნობით, დაჭრილი ორი მოზარდის ვინაობა ამ დრომდე იმის გამო არ არის დადგენილი, რომ მათ პოლიციისთვის ჩვენება არ მიუციათ.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს, რადგან მათ ექიმების ჩარევა დასჭირდათ.

ხორავას ქუჩაზე 2017 წლის 1 დეკემბერს, მოზარდებს შორის მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების შედეგად, ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანისთანავე, კიდევ ერთი დაჭრილი მოზარდი კი, მეორე დღეს, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები