საპატრიარქოში ხვალ, პატრიარქის საიუბილეო ღონისძიებები დაგეგმილი არ არის
ხვალ, 4 იანვარს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დაბადების დღეა. ილია მეორეს 85 წელი შეუსრულდება.
როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, ხვალ, პატრიარქის საიუბილეო ღონისძიებები დაგეგმილი არ არის. საპატრიარქოში არც ტრადიციული საყოველთაო მიღება გაიმართება.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ღვთისმოსავ ოჯახში დაიბადა.