„კიდევ ერთხელ მივაწოდეთ სწორი ინფორმაცია მომხდარის შესახებ“ – კახეთის გუბერნატორი პანკისის ხეობის მცხოვრებლებს შეხვდა

კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი პანკისის ხეობის უხუცესებს შეხვდა.

შეხვედრაზე, რომელიც დუისის საზოგადოებრივ ცენტრში დახურულ კარს მიღმა გაიმართა, ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე ისაუბრეს.

როგორც კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებს, პანკისის ხეობის უხუცესებსა და ადგილობრივებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა, საუბარი შეეხო ვიდეოჩანაწერებსაც, რომლის ნაწილიც აჩვენეს უხუცესებს.
„ეს შეხვედრა აუცილებელი იყო, ისევე, როგორც წინა შეხვედრა. აქ შეკრებილი იყვნენ არამხოლოდ უხუცესები, არამედ რიგითი პანკისელებიც, რომელთაც კიდევ ერთხელ მივაწოდეთ სწორი ინფორმაცია მომხდარის შესახებ – ის ინფორმაცია, რაც გაგვაჩნია ამ დროისთვის. ასეთი შეხვედრები სიტუაციის დაძაბვის თავიდან აცილების პრევენციისათვის აუცილებელია. საუბარი შეეხო ვიდეოჩანაწერებსაც, რომლის ნაწილიც აჩვენეს უხუცესებს, თუმცა მასალის შინაარსზე მე ვერ ვისაუბრებ, ეს არ არის ჩემი კომპეტენცია. სპეცოპერაციის მიზანი იყო ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირების დაკავება, რომელთა კავშირიც ჩატაევთან და მის დაჯგუფებასთან, ცალსახად იკვეთებოდა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები