ნატო ჩხეიძე: იმ უმძიმეს წლებში ლაშა ბუღაძის საახალწლო განწყობა არაფერს დაუჩრდილავს

„რადიო თავისუფლების“ რუბრიკაში ლაშა ბუღაძის მიერ გამოქვეყნებულ ტექსტს – „რატომ არ მიხარია ახალი წელი“, დეპუტატი ნატო ჩხეიძე ეხმაურება.

შესაბამის პოსტს ის სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

„სათაურის მაგიერ (რამ გამახსენა) – „როცა მოგვიხმობს პარტიაააა…“

მე ვერ დამაჯერა ამ წერილმა, ანუ ტექსტმა, როგორც ეს ავტორი უწოდებს ხოლმე ნაწერს; ვერ დამაჯერა, რომ ისე სტკიოდა ბოლო თვეებში ჩვენს სამშობლოში დატრიალებული სამწუხარო ამბები, რომ სიხარულისთვის ადგილი აღარ დარჩა მის სულში; ვერ დამაჯერა, რომ გულწრფელია, რომ არ თვალთმაქცობს; და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ავტორის სხვა ტექსტებიც ვიცი… და მახსოვს, იმ უმძიმეს წლებში მისი საახალწლო-საზეიმო-სადღესასწაულო განწყობა რომ არაფერს დაუჩრდილავს.

ვერც მწერლურმა ოსტატობამ დამაჯერა, ზოგჯერ ზღაპარსაც რომ რეალობად მოგაჩვენებს… მე თვით ტექსტის მდინარებამ ვერ დამაჯერა,“ – აღნიშნავს ნატო ჩხეიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები