„მეც მაქვს ბირთვული ღილაკი, რომელიც უფრო დიდი და მძლავრია“- ტრამპი ჩრდილოეთ კორეის ლიდერს აფრთხილებს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეის ლიდერს აფრთხილებს და აცხადებს, რომ ბირთვული ღილაკი მასაც აქვს, რომელიც უფრო დიდი და მძლავრია.
მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა მუქარის შემცველი საახალწლო განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ „ბირთვული ღილაკი ყოველთვის ჩემს სამუშაო მაგიდაზეა“, მის განცხადებას დონალდ ტრამპი საკუთარ „Twitter“ ექაუნთზე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ მეც მაქვს ბირთვული ღილაკი, რომელიც უფრო დიდი და მძლავრია, ვიდრე მისი, ჩემი ღილაკი მუშაობს“.
პრეზიდენტმა ტრამპმა კიმ ჩენ ინის საპასუხო განცხადება მას შემდეგ გააკეთა, როდესაც გაეროში აშშ-ის ელჩმა ნიკი ჰეილიმ ფხენიანი გააფრთხილა და მოუწოდა, თავი შეიკავონ ახალი სარაკეტო სისტემის ტესტირებისგან.
ჰეილიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ აშშ-ს აქვს ინფორმაცია, რომ შესაძლოა, ჩრდილოეთ კორეამ ახალი სარაკეტო სისტემა გამოსცადოს.
„იმედი მაქვს, რომ ეს არ მოხდება, მაგრამ თუ მოხდა, ჩვენ მკაცრ ზომებს განვახორციელებთ ჩრდილოეთ კორეის რეჟიმის წინააღმდეგ“. – აღნიშნა ნიკი ჰეილიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები