ისრაელის მთავრობამ აფრიკელ მიგრანტებს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა

ისრაელის მთავრობამ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვით აფრიკელ მიგრანტებს 3.500 დოლარს გადაუხდიან, რათა ქვეყანა 90 დღის განმავლობაში დატოვონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ პატიმრობა ემუქრებათ.
გაეროს ლტოლვილთა საბჭოს განცხადებით, ისრაელის მთავრობის მიერ მიღებული გადწყვეტილება საერთაშორისო კანონს ეწინააღმდეგება.
ისრაელის მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით, მათი გადაწყვეტილება ადამიანური და ნებაყოფლობითია.
მიგრანტთა უმეტესობამ განაცხადა, რომ ისრაელში თავშესაფრის გამო ჩავიდნენ, თუმცა მთავრობამ ისინი ეკონომიკურ მიგრანტებად მიიჩნია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები