აშშ–ის პროკურატურას ჰარვი ვაინშტეინის წინააღმდეგ ორი საქმე გადასცეს

ლოს–ანჯელესის პროკურატურა, ბევერლი–ჰილზის პოლიციის სამმართველოს მიერ გადაცემული გამოძიების შედეგებს განიხილავს, რომელიც ჰარვი ვაინშტეინის წინააღმდეგ იყო დაწყებული. მას გაუპატიურებაში სდებენ ბრალს. ამერიკული გამოცება „TMZ“–ის ცნობით, აქამდე არც ერთი სისხლის სამართლის საქმე ვაინშტეინის წინააღმდეგ ასე შორს არ წასულა. ახლა, პროკურატურამ უნდა გადაწყვიტოს, საკმარისია თუ არა წარმოდგენილი მტკიცებულებები ვაინშტეინისთვის ბრალის წარსადგენად. თუმცა, ჯერ-ჯერობით უცნობია, კონკრეტულად რომელი ინციდენტების გამოძიების შედეგებია წარმოდგენილი პროკურატურაში.
აქამდე ცნობილი იყო, რომ ნიუ–იორკის პროკურატურამ გადაწყვიტა, ვაინშტეინის წინააღმდეგ საქმის წარმოება არ დაეწყოთ. უწყების განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს. წინა წლის ოქტომბერში, მსოფლიოს ვარსკვლავების ნაწილმა, მათ შორის ანჯელინა ჯოლიმ და გვინეტ პელტროუმ, სახელოვან პროდიუსერს სექსუალურ შევიწროებაში დასდეს ბრალი. ამის შემდეგ ვაინშტეინი მისივე დაარსებული კომპანიიდან დაითხოვეს და სხვადასხვა პროფესიული კავშირებიდანაც გარიცხეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები