მოლდოვის პრეზიდენტის უფლებამოსილება დროებით შეჩერებულია

მოლდოვის პრეზიდენტის იგორ დოდონის უფლებამოსილება დროებით შეჩერებულია, მხოლოდ შვიდი მინისტრის დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით. ყველა დანარჩენ შემთხვევაში, ის აგრძელებს თავისი უფლებამოსილების განხორციელებას.
მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ორჯერ თქვა უარი მინისტრების პოსტებზე წარმოდგენილი კანდიდატების დამტკიცებაზე, დეპუტატების ჯგუფის მიმართვის შემდეგ, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ „პარლამენტის თავმჯდომარე ან პრემიერი გამოსცემენ დეკრეტს მთავრობის ახალი წევრების დანიშვნის თაობაზე“.
ამის შემდეგ კი, მოლდოვის პარლამენტის სპიკერმა ანდრიან კანდუმ განაცხადა, რომ „პრეზიდენტის უფლებამოსილების შემსრულებლის სახით, თავად დანიშნავს მინისტრებს უახლოეს პერიოდში“. მოლდოვის დეპუტატების განცხადებით, „იურიდიულად ამ მოვლენას –„პრეზიდენტის მიერ უფლებამოსილების დროებით, მხოლოდ მთავრობის ახალი წევრების დანიშვნის საკითხში ვერ შესრულება“ ეწოდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები