ტრამპმა პალესტინელებისთვის აშშ–ისგან დახმარების შეწყვეტა არ გამორიცხა

აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პალესტინა არ არის დაინტერესებული ისრაელთან მშვიდობიან მოლაპარაკებაში და ამასთან დაკავშირებით, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა მისთვის „ყოველწლიურად ასობით მილიარდი დოლარის გამოყოფა“.
„ჩვენ ასობით მილიარდ დოლარს ვუხდით არა მარტო პალესტინას, არამედ სხვა ქვეყნებსაც. მაგალითად, ჩვენ ვუხდით პალესტინელებს ასობით მილიონ დოლარს ყოველწლიურად და სამაგიეროდ არ ვიღებთ მადლიერებას და პატივისცემას“–დაწერა ტრამპმა თავის „ტვიტერში“. მისი განცხადებით, პალესტინას არ სურს ისრაელთან სამშვიდობო ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებების გამართვა.
აგრეთვე, ტრამპმა აღნიშნა, რომ აშშ–მა მოხსნა იერუსალიმის „ყველაზე რთული საკითხი“ მოლაპარაკებების დღის წესრიგიდან. „მაგრამ როცა პალესტინელებს არ სურთ მშვიდობიანი მოლაპარაკებების გამართვა, რატომ უნდა ვუხადოთ მომავალში ამხელა თანხები?“–დაწერა ტრამპმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები