ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა მსოფლიოს ახალი წელი მუქარით მიულოცა
ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა მსოფლიოს ახალი წელი საკმაოდ უცნაურად მიულოცა. განსაკუთრებით უცნაურია მილოცვის ის ნაწილი, სადაც მან აშშ ახსენა. კიმ ჩენ ინმა საახალწლო განცხადებაში მსოფლიოს ჩრდილოეთ კორეის ბირთვული შეიარაღებისა და მისი გამოყენების მზადყოფნის შესახებ შეახსენა. კიმ ჩენ ინის თქმით, „აშშ–მ უნდა იცოდეს, რომ ბირთვული ღილაკი მის მაგიდაზეა. ასევე, მან უაპელაციოდ განაცხადა, რომ აშშ–ის მთელი ტერიტორია მისი რაკეტების წვდომის ზონაშია და ამიტომ ვაშინგტონი ვერასოდეს ვერ შეძლებს ომის დაწყებას.