რუსეთში ახალ წელს მსჯავრდებულებს ჩახოხბილს აჭმევენ

რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ მიერ მომზადებულ სტატიაში, რომელიც რუსეთის პენიტენციალურ დაწესებულებებში საახალწლო სამზადისს და დღესასწაულის აღნიშვნას ეხება, საუბარია იმ კერძებზეც, რომლებიც ახალ წელს, პატიმრების კვებაში შედის. სტატიაში ნათქვამია, რომ საახალწლოდ მზარეულები ცდილობენ, მსჯავრდებულები სხვადასხვა განსაკუთრებული კერძებით გაახარონ. რუსეთის ფედერაციის სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურში „რია ნოვოსტის“ უამბეს, რომ „საახალწლო მენიუ კოლონიებში მრავალფეროვანია, მასში შედის “ვინიგრეტი”, ქათმის სოტე, ჩახოხბილი, კოტლეტები, პელმენები, რულეტები ხორცისა და ბოსტნეულისგან დამზადებული სხვადასხვა კერძი“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები