ისრაელში საახალწლოდ ტერაქტების განხოციელება აღკვეთეს
ისრაელში რადიკალური დაჯგუფების 17 წევრი დააკავეს, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიაზე ტერორისტულ შეტევებს ამზადებდნენ. ამის შესახებ ისრაელის უსაფრთხოების სამსახური „შაბაკი“ იუწყება.
„შაბაკის, ისრაელის პოლიციის და ჯარის მიერ ჩატარებული ერთობლივი ოპერაციის შედეგად, იუდეაში და სამარიაში არსებული ტერორისტული უჯრედის 17 წევრია დაკავებული. ისინი ღაზას სექტორში მყოფი ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ სახელით ტერაქტების განხროციელებისთვის ემზადებოდნენ“,–ნათქვამია უწყების ოფიციალურ განცხადებაში.
„შაბაკის“ წარმომადგენლის განცხადებით, ბოლო დროს „ჰამასის“ ხელმძღვანელობა იორდანეს დასავლეთ ნაწილზე მყოფი წევრების გამოყენებით,, ღაზას სექტორში ტერორისტული თავდასხმებისთვის აქტიურად ემზადებოდა. წინა კვირას, „შაბაკის“ ხელმძღვანელმა ნადავ არგამანმა განაცხადა, რომ წლის განმავლობაში ისრაელის სპეცსამსახურებმა 400 ტერაქტი აღკვეთეს, მათ შორის თვითმკვლელი ტერორისტების 13 შეტევა, 8 გატაცება და 94 შეტევა–მსხვერპლთშეწირვა). „შეტევა–მსხვერპლთშეწირვა“ ისრაელის უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ტერმინია, რომელიც იმ თვითმკვლელი ტერორისტების შეტევებს აღნიშნავს, რომლებსაც განსაკუთრებული მოტივები აქვთ. ამას გარდა, „შაბაკმა“ ასევე 1100 პოტენციური ტერორისტის გეგმები ჩაშალა.