პრანკერებმა ვოვანმა და ლექსუსმა უკრაინის პრეზიდენტი პროვოკაციაზე წამოაგეს
რუსმა პრანკერებმა ვოვანმა და ლექსუსმა უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გამოაქვეყნეს. პრანკერებმა პრეზიდენტს ახალი წლის ღამეს დაურეკეს. ერთ–ერთი პრანკერი, ლექსუსი პოროშენკოს ნატოს გენერალურ მდივნად, იენს სტოლტენბერგად წარუდგა. პრეზიდენტს გაუხარდა და მას შობა–ახალი წელი მიულოცა. პრანკერმა კი იმედი გამოთქვა, რომ უკრაინის ლიდერი ახალ წელს ძალიან ბევრ უკრაინულ არაყს არ დალევდა, რის მერეც გაბრაზებულმა პოროშენკომ საუბარი გაწყვიტა.
ჩანაწერი პრანკერებმა თავის სოციალურ ქსელში განათავსეს.