ირანში დაღუპულების რაოდენობა იზრდება

ირანში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების დროს, დაღუპულების რაოდენობა ათამდე გაიზარდა.
დიდ ქალაქებში, რომელთა შორისაცაა თეგერანი, მეშხედი, ისფახანი და რეშტი, 28 დეკემბრიდან პროტესტის მასობრივი აქციები ტარდება. ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტმა ჰასან როუხანიმ განაცხადა, რომ არეულობა არა მარტო შიდა პრობლემებით არის გამოწვეული, არამედ გარედანაც იმართება.
როგორც ირანული საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან, ქალაქ შახინშახრში, სამი ადამიანი დაუდგენელი პირების მიერ არის მოკლული, კიდევ სამი ადამიანი ქალაქ ტუისერკანში მიტინგზე მოკლეს. მანამდე რამდენიმე მოქალაქე ქვეყნის სამხრეთ–დასავლეთში დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები