კახა კალაძე: მჯერა, 2018 წელი ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის წარმატების წელი იქნება (ვიდეო)

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ევროპის მოედანზე საახალწლო კონცერტზე მოქალაქეებს ახალი წელი მიულოცა.
კახა კალაძემ მოსახლეობას ჯანმრთელობა,დღეგრძელობა, ბედნიერება და სულიერი სიმშვიდე უსურვა.
„მივესალმები ჩვენს დედაქალაქს, სრულიად საქართველოს, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს, ჩვენს ემიგრანტებს უცხოეთში. მინდა, ყველას მივულოცო ახალი, 2018 წელი. მე დღეს მარტო არ მოვსულვარ. ჩემთან ერთად იმყოფებიან ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში არაინ ჩვენსსამსახურში და ჩვენ მზად ვართ, მომდევნო წლების განმავლობაში ასევე ყოველდღიურ რეჟიმში გემსახუროთ თქვენ. მე მინდა, პირველ რიგში, გისურვოთ ჯანმრთელობა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარია. მინდა, გისურვოთ დღეგრძელობა, ბედნიერება, მშვიდობა, სულიერი სიმშვიდე. მჯერა, 2018 წელი ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის, თითოეული ჩვენგანისთვის იქნება წარმატების წელი. მინდა, ამ წარმატებაში ყველამ ჩვენი პატარა წვლილი შევიტანოთ. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამას აუცილებლად მოვახერხებთ, ჩვენი ქვეყანა იქნება გაბრწყინებული და ერთ-ერთი საუკეთესო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები