მშრალ ხიდთან მომხდარ ავტოავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა

თბილისში, მშრალ ხიდთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 5 ადამიანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს რუსეთიდან სომხეთში მიმავალი ავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
შემთხვევა წუხელ მოხდა.

როგორც “კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები