ე.წ სამხრეთ ოსეთი ადმინისტრაციულ საზღვარს ორი დღით კეტავს
31 დეკემბრიდან 2 იანვრის დილამდე საქართველოსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის საზღვარი დაიკეტება.
შესაბამის ინფორმაციას დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის პრესსამსახური ავრცელებს.
„31 დეკემბრის 22:00 საათიდან დროებით შეჩერდება მოქალაქეთა გადაადგილება საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის გამარტივებული გადაკვეთის ადგილებში. გამშვები პუნქტების მუშაობა 2 იანვრის 06:00 საათიდან ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, – ნათქვამია განცხადებაში.