სოფელ ზარათში ხანძარი ლიკვიდირებულია

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზარათში ხანძარი ჩააქრეს. ცეცხლი ღამით მთის ფერდობზე ბუჩქნარს მოეკიდა და დაახლოებით ერთ ჰექტარზე გავრცელდა. ჯერ კიდევ უცნობია, თუ რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი.

“ამ დროისთვის ცეცხლი ჩამქრალია, მოსახლეობამდე მისი გავცელების საშიშროება თავიდანვე არ არსებობდა, ვინაიდან ის ადგილი სადაც ხანძარი იყო, კილომეტრით არის დაცილებული დასახლებული პუნქტიდან. წყალტუბოს და ქუთაისის სახანძრო-სამაშველო ჯგუფებმა დროულად შეძლეს ცეცხლის ლოკალიზება”- განაცხადა წყალტუბოს მერმა გია იოსელიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები