ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. მესაზღვრეებმა ქარელის რაიონის მკვიდრი დააკავეს

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ე.წ. მესაზღვრეებმა საქართველოს მოქალაქე, ქარელის რაიონის სოფელ ავლევის მკვიდრი, 1953 წელს დაბადებული ზურაბ ჟღენტი, „სახელმწიფო საზღვრის“ რეჟიმის დარღვევისთვის, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ იონჩას მახლობლად დააკავეს. ამის შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის პრესსამსახური იუწყება.

ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დაკავების ფაქტის გარშემო მოკვლევა მიმდინარეობს. საქმე, შესაძლოა, ე.წ. სასამართლოს გადაეცეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები