უსაფრთხოების გამკაცრების მიზნით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონთან, ე.წ. ადმინისტრაციული საზღვარი დროებით დაიხურება

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონთან ე.წ. ადმინისტრაციული საზღვარი 31 დეკემბრის 21:00 საათიდან 2018 წლის 2 იანვრის 06:00 საათამდე უსაფრთხოების ზომების გამკაცრების მიზნით, დროებით დაიხურება. ამის შესახებ ინფორმაციას დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება ავრცელებს. მათი განმარტებით, საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე უსაფრთხოების ზომების გამკაცრება ახალი წლის სადღესასწაულო დღეებს უკავშირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები