ვაკეში ყაჩაღობა მოხდა

თბილისში ყაჩაღობა მოხდა. ვაკეში, შეიარაღებულმა პირებმა ოჯახი დააყაჩაღეს. აღნიშნული ინფორმაცია „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წინასწარი ინფორმაციით, თავდამსხმელებმა სახლიდან ფულადი თანხა წაიღეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები