სპეცოპერაციისას დაკავებულებს ბრალი წარუდგინეს

პანკისსა და თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებულ 4 პირს ბრალი უკვე წარუდგინეს, რაც შეეხება მეხუთეს, რომელიც სპეცოპერაციის დროს დაიჭრა, მას ბრალს, სავარაუდოდ დაუსწრებლად წარუდგენენ, რადგან ის ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.

ამის შესახებ ინფორმაციას “იმედინიუსი” ავრცელებს.
პანკისსა და თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სუსმა 5 პირი დააკავა, რომლებიც აჰმედ ჩატაევის მოკავშირეები იყვნენ, ისინი დაეხმარნენ ჩატაევს საქართველოს საზღვარზე გადმოსვლასა და თბილისში ბინის ქირაობაში, სადაც 21-22 ნოემბერს სპეცოპერაცია ჩატარდა.

სუსის ცნობით, დაკავებული პირები 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის დროს მოკლულ ჯგუფთან ერთად, საქართველოსა და თურქეთში ტერაქტებს გეგმავდნენ. ასევე იგეგმებოდა თავდასხმები საქართველოში მომუშავე დიპლომატიურ კორპუსზე.

აჰმედ ჩატაევმა, თბილისში, 22 ნოემბერს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, კონტრტერორისტული სპეცოპერაციის დროს, თავი აიფეთქა. ეს ფაქტი, დამნაშავეთა ცხედრების ექსპერტიზის შემდეგ, საქართველოს უსაფრთხოების სამსახურში დაადასტურეს.

ასევე, ცნობილია ვინ დააკავეს და ვინ მოკლეს გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები