ზვიად ქორიძე: უვადო პატიმრობის ვადიანით შესაცვლელად არც ნარკორეალიზაციის მუხლი იქნებოდა პრობლემა

მსჯავრდებულთა შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძე ნარკო დანაშაულისთვის გასამართლებული უვადო პატიმრობის მქონე მსჯავრდებულებისთვის, ვადიანი პატიმრობით შეცვლის შესახებ, განმარტებებს აკეთებს.
როგორც „პირველთან“ საუბარში შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, უვადო პატიმრობის მქონე პირები, რომლებსაც ვადიანი პატიმრობა განესაზღვრათ და სხვადასხვა დოზით შეუმცირდათ სასჯელი. ორივე მათგანი ნარკოდანაშაულისთვის 260-ე და 262-ე მუხლით იყვნენ გასამართლებული.
მისი ცნობით, ერთი მხოლოდ 260-ე მუხლით იყო გასამართლებული, მეორე მსჯავრდებული 260-ე და 262 მუხლით.

„ნარკორეალიზაციის მუხლი არ ყოფილა და რომც ყოფილიყო, არც ეს იქნებოდა პრობლემა უვადო პატიმრობის ვადიანი პატიმრობის შესაცვლელად. კანონდებლობაში თუ ჩაიხედავთ, გათვალისწინებულია. წინასაახალწლოდ 64 მსჯავრდებულს შეუმცირდა სასჯელის ვადა. ეს არ ნიშნავს, რომ მოხდა მათი გათავისუფლება. აქედან ორი იყო ვადიანი პატიმრობის მქონე პირი. უვადო პატიმრობის მქონე მსჯავრდებულების ვადიანი პატიმრობის სასჯელის ოდენობას პრეზიდენტი განსაზღვრავს. თუ რამდენი წლის სასჯელი დარჩათ მათ მოსახდელი, ეს პრეზიდენტის გადასაწყვეტია და შეწყალების კომისიის კომპეტენციაში არ შედის“, – აღნიშნავს ზვიად ქორიძე.

სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლი ითვალისწინებს: ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას. 262-ე მუხლი კი ითვალისწინებს: ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანას, საქართველოდან უკანონოდ გატანას ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვას. საქართველოს პრეზიდენტმა საახალწლოდ სულ 187 მსჯავრდებული შეიწყალა. ამის შესახებ შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები