პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაჭრილის ოჯახის წევრები დაკითხვაზე იმყოფებიან

პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაჭრილის, 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები და ოჯახის წევრები ამ წუთებში დაკითხვაზე იმყოფებიან.

როგორც imedinews-ს დაჭრილის დედამ მედიკო მარგოშვილმა უთხრა, ის და მისი მეუღლე თელავის პროკურატურაში, ხოლო მისი ქალიშვილი დუისის პოლიციაში დაკითხვაზე დაიბარეს და ახლა გამომძიებლების კითხვებს პასუხობენ.”ბუნებრივია, კითხვები მომხდარის შესახებ ექნებათ. ახლა შევდივარ დაკითხვაზე და მეტს ვერაფერს გეტყვით”- აღნიშნა თემირლან მაჩალიკაშვილის დედამ.

პანკისსა და თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სუსმა 5 პირი დააკავა. წინასწარი და ოფიციალური ინფორმაციით, სწორედ ეს ადამიანები იყვნენ აჰმედ ჩატაევის მოკავშირეები, ისინი დაეხმარნენ ჩატაევს საქართველოს საზღვარზე გადმოსვლასა და თბილისში ბინის ქირაობაში, სადაც 21-22 ნოემბერს სპეცოპერაცია ჩატარდა.

სუსის ცნობით, დღეს დაკავებული პირები 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის დროს მოკლულ ჯგუფთან ერთად, საქართველოსა და თურქეთში ტერაქტებს გეგმავდნენ. ასევე იგეგმებოდა თავდასხმები საქართველოში მომუშავე დიპლომატიურ კორპუსზე.

აჰმედ ჩატაევმა, თბილისში, 22 ნოემბერს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, კონტრტერორისტული სპეცოპერაციის დროს, თავი აიფეთქა. ეს ფაქტი, დამნაშავეთა ცხედრების ექსპერტიზის შემდეგ, საქართველოს უსაფრთხოების სამსახურშიდაადასტურეს.

ასევე, ცნობილია ვინ დააკავეს და ვინ მოკლეს გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები