მოთოვს თუ არა ახალ წელს საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტო, საქართველოში 25 – 31 დეკემბერს მოსალოდნელ ამინდის პროგნოზს აქვეყნებს.

„25 – 26 დეკემბერს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნარჩუნდება შედარებით ცივი და ნალექიანი ამინდი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

27 – 30 დეკემბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში + 15, +20, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +11, +16 გრადუსამდე მოიმატებს“,- აცხადებენ სააგენტოში.

სინოპტიკოსების პროგნოზით,  31 დეკემბერს ზოგიერთ რაიონში გაწვიმდება, მაღალმთაში კი მოთოვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები