კახა კალაძემ ლილოს ბაზრობაზე საკუთარი აივნისთვის განათება შეიძინა (ვიდეო)
დედაქალაქის მერი კახა კალაძე ლილოს ბაზრობაზე იმყოფებოდა. მან საკუთარი აივნისთვის საახალწლო ილუმინაცია შეიძინა და მოქალაქეებს მოუწოდა, დედაქალაქის საახალწლო განათებაში მონაწილეობა მათაც მიიღონ.
„მოგესალმებით. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ლილოს ბაზრობაზე, როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ წამოვიწყეთ ძალიან საინტერესო აქცია: ერთად მოვრთოთ ჩვენი დედაქალაქი და ვთხოვეთ მოსახლეობას, ვისაც რა შესაძლებლობა აქვს და ვისაც სურვილი აქვს, ჩაერთოს ამ აქციაში – მოვრთოთ ჩვენი საკუთარი ფანჯრები, აივნები. ჩვენ ყველა, შეძლებისდაგვარად ვემზადებით საახალწლოდ. როგორც გითხარით, ჩვენ ახლა ვართ ლილოს ბაზრობაზე და უნდა შევიძინო საახალწლო ილუმინაცია, რომელიც მინდა გადმოვკიდო საკუთარ აივანზე და ჩემი წვლილი შევიტანო ქალაქის მორთვაში“, -აღნიშნა კახა კალაძემ ფეისბუქით პირდაპირი ჩართვისას.