კახა კალაძე ბაღების თემაზე: ზოგადად, რეფორმაა გასატარებელი

თბილისის მერმი, კახა კალაძე პრემიერ-მინისტრის იმ პოზიციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც გარკვეულმა ოჯახებმა საბავშვო ბაღებში გადასახადი უნდა გადაიხადოს.

როგორც კალაძემ აღნიშნა, საუკეთესო გამოსავალი იქნება მოძებნილი.

„საუკეთესო გამოსავალს ვნახავთ. ზოგადად, რეფორმაა გასატარებელი სოციალურად დაუცველების მიმართულებითაც. მოძველდა ის არსებული სტატუსი და ვფიქრობ, ამას გადახედვა სჭირდება. ყველაფერი უნდა დავიწყოთ ბავშვებიდან, პატარებიდან, რომ იმათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება დღეს დახმარება და თანადგომა, სახელმწიფო ძალიან დიდ ფულს ხარჯავს და შესაბამისად, სწორად მოხდეს პრიორიტეტების განსაზღვრა. დავეხმაროთ იმ ოჯახებს, რომლებსაც ყველაზე მეტად უჭირს და სჭირდება”, – განაცხადა კალაძემ.

კითხვაზე, რა ტიპის ოჯახებს და რა ოდენობის თანხას გულისხმობდა პრემიერ-მინისტრი, თბილისის მერის განცხადებით, ეს იყო ზოგადი განცხადება, მასზე იქნება მსჯელობა.

“შესაბამისად, როდესაც გვექნება სრული სურათი, როდესაც გვეცოდინება რა პრობლემაა, როგორ მოვაგვაროთ ეს პრობლემები, აუცილებლად წარმოვადგენთ გეგმას, თუ რის განხორციელებას ვაპირებთ”, – განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, უახლოეს მომავალში, როდესაც მუშაობა დასრულდება, ყველაფერი იქნება ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები