“ასე უბრალოდ, პრემიერი წამოწოლილი ხალხის ხათრით გადადგეს, ღიმილისმომგვრელია”

„ასე უბრალოდ, პრემიერ-მინისტრი წამოწოლილი ხალხის ხათრით გადადგეს და ქვეყნის გამოსავალი ამაში დავინახოთ, ცოტა ღიმილისმომგვრელია“, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა, რამაზ საყვარელიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„პოლიტიკური კრიზისი ნიშნავს მდგომარეობას, როცა საპარლამენტო ჯგუფს გადაწყვეტილების გამოტანა არ შეუძლია, ან აღმასრულებელი ხელისუფლება მიღებულ გადაწყვეტილებას ვერ ასრულებს. ასეთი სურათი არ გვაქვს და თუ რამე ცვლილება შეინიშნება, ეს დაძაბულობის შემცირება და უფრო პოზიტიური მოვლენებია“, – განაცხადა საყვარელიძემ.
ამასთან. რამაზ საყვარელიძემ გადაცემაში ქვეყანაში ადამიანის უფლებების საკითხზეც იმსჯელა და საპარლამენტო უმცირესობის წევრის რომან გოცირიძის განცხადება გააკრიტიკა.
პოლიტოლოგი აცხადებს, რომ ადამიანის მიერ ნათქვამ ყველა ტყუილზე მსჯელობის გამართვა არ შეიძლება.
„იმ ათ წელიწადში სასამართლო სისტემაში არსებული მდგომარეობა დემოკრატიასთან არანაირ კავშირში რომ არ იყო, თვითონ ხომ იციან?! მხოლოდ გამამართლებელი განაჩენების პროცენტი რომ დაითვალო, თვითონ ეს პროცენტი ლაპარაკობს, რა ხდებოდა მაშინ და რა ხდება ახლა. არ შეიძლება, ეს არ ახსოვდეთ, ესე იგი, ტყუიან და როცა ასეთ პარამეტრებში ადამიანი ტყუის, მასთან დიალოგისა და მის მიერ გამოთქმულ პოზიციაზე მსჯელობის სურვილი არ გაქვს. შავზე იტყვის თეთრიაო და მერე უნდა ვიკამათოთ, მართლა თეთრია ეს თუ არა. დღეს აი, ასეთ კომიკურ მდგომარეობაში ვართ. დღეს გახარიას გამოსვლა ძალიან მკაცრი იყო და მე ამ სიმკაცრეს ვეთანხმები“, – განაცხადა პოლიტოლოგმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები