მორიგი დაპირისპირება პარლამენტში- იგივეს აკეთებს, თავი დაანებეთ (ვიდეო)

პარლამენტში, “ნაციონალური მოძრაობის წევრის” ნიკა მელიას სიტყვით გამოსვლის შემდეგ დაპირისპირება მოხდა. პარლამენტში ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც ნიკა მელიას სიტყვით გამოსვლის დრო ამოიწურა და იგი მთავრობის წევრებისთვის განკუთვნილი ლოჟისკენ წავიდა. ხმაურის გამო, პარლამენტის თავმჯდომარემ ნიკა მელიას სიმშვიდისკენ ან დარბაზის დატოვებისკენ მოუწოდა. ირაკლი კობახიძემ მანდატურის სამსახურის თანამშრომლებს წესრიგის აღდგენისკენ მოუწოდა. თავად პრემიერმა კოლეგებს მოუწოდა, რომ მელიასთვის “ხელი არავის დაედო”. ”იგივეს აკეთებს, თავი დაანებეთ”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. რამდენიმეწუთიანი ხმაურის შემდეგ სიტუაცია განიმუხტა და პარლამენტის თავმჯდომარემ სხდომა განაგრძო. ორი დღეა პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურა მიმდინარეობს. გუშინ პრემიერმინისტრის შეხვედრა “ნაციონალური მოძრაობის” წევრებთან ასევე ხმაურით დაუსრულდა. დაპირისპირების მიზეზი ისევ ნიკა მელია და დარბაზიდან მის მიერ წამოსროლილი რეპლიკები გახდა. მან გიორგი კვირიკაშვილი და მისი გუნდი კორუმპირებულობასა და ქვეყნის ჩამოშლაში დაადანაშაულა, რასაც პრემიერის მხრიდან მწვავე რეაქცია და უცენზურო რელიკა მოჰყვა. დაძაბული სიტუაციის განმუხტვას მანდატურების და პრემიერის დაცვის ჩარევა დასჭირდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები