გიორგი კვირიკაშვილი – ზოგიერთი უმაღლესი განათლების სასწავლო დაწესებულება შესაძლოა დაიხუროს

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, გარკვეული უმაღლესი განათლების სასწავლო დაწესებულებებს, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ მინიმალურ კრიტერიუმებსაც კი, სავარაუდოდ მოუწევთ დახურვა”.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, ამ მიმართულებით ნაბიჯები გადასადგმელია და შედეგი ყველასთვის სასიამოვნო ვერ იქნება.

”კითხვა დაისვა იმის შესახებ, შევამცირებთ თუ არა უმაღლესი განათლების ინსტუტიტებს. დიახ, შევამცირებთ. ის სისტემა, რომელიც იქმნება დღეს, გაცილებით უფრო მაღალი ხარისხობრივი კრიტერიუმები და ამ კრიტერიუმებზე დაფუძნებული ავტორიზაციის სისტემა შედეგად მოიტანს იმას, რომ გარკვეული უმაღლესი განათლების სასწავლო დაწესებულებებს, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ მინიმალურ კრიტერიუმებსაც კი, სავარაუდოდ მოუწევთ დახურვა. ჩვენ რა თქმა უნდა, ვიზრუნებთ იმ სტუდენტების ბედზე, რომლებიც იქ სწავლობენ და არავითარ შემთხვევაში ეს არ უნდა შეეხოს სტუდენტებს, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს უფლება, მოვატყუოთ ჩვენი სტუდენტები, მივცეთ მათ საშუალება, რომ საკუთარი ფული დახარჯონ, დახარჯონ რესურსი და შეექმნათ არარეალისტური წარმოდგენები საკუთარ მომავალზე, რომ ისინი იღებენ პროფესიას, მაგრამ სინამდვილეში ემზადებიან პირდაპირ უმუშევრობისთვის. მე ვფიქრობ, რომ ეს მანკიერი წრე სადღაც უნდა ჩაიკეტოს და აუცილებლად ეს ნაბიჯები არის გადასადგმელი, შედეგი კი ყველასთვის სასიამოვნო ვერ იქნება”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები