ხათუნა გოგალაძემ და ზოოპარკის დირექტორმა ნერგები დარგეს (ფოტოკოლაჟი)

   საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ და თბილისის ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ ზოოპარკის ტერიტორიაზე ტუიას ნერგები დარგეს. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გამწვანების საქველმოქმედო აქცია ზოოპარკის ტერიტორიის ავტომაგისტრალისგან ცოცხალი ღობით გამიჯვნას ისახავს მიზნად.
პრემიერის ინიციატივის ფარგლებში „მწვანე მომავალი” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ ზოოპარკს საჩუქრად ტუიას 500 ნერგი გადასცა. ცოცხალი ღობის შესაქმნელად ტუია სპეციალურად შეირჩა. წიწვოვანი ბუჩქები მწვანე და ლამაზ ბარიერს შექმნის, რაც გარკვეულწილად ცხოველების ვოლიერებს მტვრისა და ხმაურისგანაც დაიცავს.
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, სხვადასხვა კომპანიისა („ორიფლეიმ ჯორჯია”, „თი ბი სი” ბანკი, „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის” თანამშრომლები, „ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო”, „ჯეპრა”) და აქციაში ჩართული ფიზიკური პირების დახმარებით, ტერიტორიის გამწვანებისთვის აუცილებელი ნერგების საჭირო რაოდენობა მოგროვდა.

10345060_703332966379258_2089130309_n

10342678_703333089712579_383232357_n

10342659_703332336379321_253054630_n (1)

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები