აშშ-მა რამზან კადიროვი ადამიანის უფლებების დარღვევაში ოფიციალურად დაადანაშაულა

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ „მაგნიტსკის სიაში“ რუსეთის კიდევ ხუთი მოქალაქე, მათ შორის, ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი შეიყვანა. კადიროვი სანქციების ქვეშ, ფორმულირებით „ადამიანის უფლებების დარღვევისთვის“ მოხვდა. არსებულ სიაში კადიროვი უწყების ოფიციალურ ვებგვერდზეა დამატებული. ასევე, სიაში მოხვდა ჩეჩნეთის პოლიციის მაღალჩინოსანი აიუბ კატაევი, რომელსაც რესპუბლიკაში ლგბტ თემის წარმომადგენლების მიმართ, სასტიკ დევნასა და წამებაში ადანაშაულებენ.
აშშ-მა ე.წ. „მაგნიტსკის კანონი“ 2012 წლის დეკემბერში მიიღო. ის წარმოადგენს სანქციებს რუსეთის იმ მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც ამერიკის მთავრობის თვალსაზრისით, ადამიანის უფლებების დარღვევაში არიან შემჩნეულნი. რამდენიმე თვის წინ, „მაგნიტსკის კანონს“ გლობალური სახე მიეცა, სანქციები მხოლოდ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებზე აღარ ვრცელდება, არამედ ეხება ყველა სახელმწიფოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც მსგავსი დარღვევებით „გამოიჩენენ თავს“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები