პასკალ მენიე: საქართველოს ჰყავს პრემიერი, რომელიც არის კომპეტენტური და პატიოსანი ადამიანი

ფრანგული კომპანია უარყოფს მონაწილეობას იმ ტენდერებში, რომელიც გამოცხადებული იყო საქართველოში, რის მერეც, სკანდალი აგორდა ქართულ პრესაში, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა პასკალ მენიემ განაცხადა.

პასკალ მენიემ საელჩოს მიერ დღეს, Automobiles Citroen SA-ს სახელით გავრცელებულ განცხადებაზე განმარტება გააკეთა.

ელჩის თქმით, საქართველოს ჰყავს პრემიერი, რომელიც არის კომპეტენტური და პატიოსანი ადამიანი.

„დღეს საფრანგეთის საელჩომ გადაწყვიტა, გაევრცელებინა განცხადება, რომელიც მოგვივიდა „სიტროენიდან“. ეს გახლავთ ფრანგული კომპანია, რომელიც ყოველგვარ იურიდიულ და კომერციულ ურთიერთობას უარყოფს იმ კომპანიასთან, რომელიც მოიხსენიება საქართველოში „სიტროენ ჯორჯიას“ სახელით. ფრანგული კომპანია უარყოფს მონაწილეობას იმ ტენდერებში, რომელიც განმოცხადებულიიყო საქართველოში, რის მერეც, სკანდალი აგორდა ქართულ პრესაში“, -აღნიშნა ელჩმა.

მისი თქმით,საქართველო ამჟამად არის ქვეყანა, რომელიც რეგიონში სტაბილურობის გარანტია.
„თქვენ გყავთ პრემიერ-მინისტრი ბატონი გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც არის კომპეტენტური ადამიანი და მინდა აღვნიშნო, რომ მრავალი მაჩვენებლით, საქართველომ დაიმსახურა ბევრი საერთაშორისო ორგანიზაციის ქება. ასევე, ვიზალიბერალიზაცია, რომელიც წარმატებით დასრულდა. ამიტომ, საერთაშორისო თანამეგობრობა ნამდვილად წუხს იმ კამპანიის გამო, რომელიც აგორდა გიორგი კვირიკაშვილის და მისი მთავრობის წინააღმდეგ, რომელიც გახლავთ კომპეტენტური და პატიოსანი“, – აცხადებს პასკალ მენიე.
მისივე თქმით, ქართულ მედიაში გაკეთებული განცხადებების შემდეგ, ისინი თავად დაუკავშირდნენ ფრანგულ კომპანიას.
„როდესაც ვნახეთ განცხადებები, სადაც მოხსენიებული იყო კომპანია სახელწოდებით „სიტროენ საქართველო“, ამის შემდეგ, ჩვენ დავუკავშირდით საფრანგეთში „სიტროენს პარიზს“, რათა გაგვეგო მათი ოფიციალური პოზიცია, თუ ქონდათ რაიმე კავშირი აღნიშნულ კომპანიასთან. ვითხოვეთ ოფიციალური წერილი გამოეგზავნათ ინგლისურ ენაზე. ამ განცხადებაში ისინი უარყოფენ რაიმე სახის ურთიერთობას „სიტროენ ჯორჯიასთან“.რაიმე გაუგებრობა რომ არ ყოფილიყო, ამიტომ დავუკავშირდით „სიტროენს“ საფრანგეთში. როგორც ჩანს, საქართველოს კანონმდებლობა ნებას რთავს კომპანიებს, სახელწოდებების არჩევაში. შესაბამისად, „სიტროენის“ სახელი იყო გამოყენებული ამ კომპანიის მიერ. სიმართლე გითხრათ, ეს ყველაფერი ჩემთვისაც სიურპრიზი აღმოჩნდა“, – აღნიშნა საქართველოში საფრანგეთის ელჩმა.
საქართველოში საფრანგეთის საელჩოს მიერ, დღეს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ Automobiles Citroen SA უარყოფს ნებისმიერ კავშირს კომპანია Citroen Georgia-ს მიერ ღია ბაზრის კონტექსტში გაკეთებულ ნებისმიერ კომერციულ შეთავაზებასთან.
კომპანია Citroen Georgia გია გაჩეჩილაძის სიძეს, გიორგი შარაშიძეს ეკუთვნის. კომპანია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უკანონო გადაწყვეტილებას ედავება და კარტელური გარიგებების არსებობაზე საუბრობს. გიორგი გაჩეჩილაძეს ქვეყნის პრემიერმა უპასუხა და სასამართლოს გზით ბრალდებების დამტკიცების შემთხვევაში, თანამდებობის დატოვების პირობა დადო.
წყარო: 1tv.ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები