გიორგი კვირიკაშვილი: ჩატარებულმა სპეცოპერაციამ დაადასტურა, რომ ჩვენმა უსაფრთხოების სამსახურმა შეძლო ძალიან დიდი რისკის განეიტრალება

პირველ რიგში, ვერ გავიზიარებ თქვენს ბრალდებას, რომ უსაფრთხოების სისტემა ჩამოშლილია და ეს არ არის ჩვენი გამოწვევა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, უსაფრთხოების სისტემის შეფასების მიზნით, საქართველოს აშშ-ის სპეციალური ჯგუფი ეწვევა.

„პირველ რიგში, ვერ გავიზიარებ თქვენს ბრალდებას, რომ უსაფრთხოების სისტემა ჩამოშლილია და ეს არ არის ჩვენი გამოწვევა. ჩვენი უსაფრთხოების სისტემის წინაშე ბევრი გამოწვევა დგას. არავითარ შემთხვევაში არ არის გასაზიარებელი, რომ ეს არის ჩამოშლილი სისტემა. ვფიქრობ, ერთი თვის წინ, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულმა სპეცოპერაციამ დაადასტურა, რომ ჩვენმა უსაფრთხოების სამსახურმა შეძლო ძალიან დიდი რისკის განეიტრალება. არასწორია ის, რომ უსაფრთხოების სისტემა არ არის ქვეყნისთვის პრიორიტეტი, ოკუპაციის ქვეშ მყოფი ქვეყნისთვის. მე თხოვნით მივმართე აშშ-ის მთავრობას, რომ ჩამოვიდეს სპეციალური ჯგუფი, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემის შეფასებას მოახდენს და აქცენტები გაკეთდება, თუ რა მიმართულებით გვჭირდება ჩვენ გაძლიერება. ეს შეფასების ჯგუფი უახლოეს მომავალში ჩამოვა, როგორც ამერიკის ელჩმა მითხრა“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები