ცხინვალში 17 წლის გოგო ბუნებრივი აირით გაიგუდა

ოკუპირებული სამხრეთ-ოსეთის ე.წ გენერალური პროკურატურა ფაქტზე შემოწმებას ატარებს. ოსური მედიის ინფორმაციით, ტრაგედია ორშაბათს ღამის საათებში, ალან ჯიოევის ქუჩაზე მოხდა. ადგილობრივ საავადმყოფოში ცხინვალის მკვიდრი, 2000 წელს დაბადებული გოგო იყო მიყვანილი, რომელსაც სიცოცხლის ნიშნები არ აღენიშნებოდა. გარდაცვალების ზუსტი მიზეზების დასადგენად, სასამართლო-სამედიცინო და ბიოქიმიური კვლევები დაინიშნა. მეზობლების განცხადებით, გოგონა ბუნებრივი აირის ნამწვის გავრცელების შედეგად დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები