ნუკრი ქანთარია: “საზმაუ” ვერ იქნება და არ უნდა იყოს ოფიციანტის როლში

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ნუკრი ქანთარიამ, პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე, „საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ“ კანონზე ისაუბრა.

ქანთარია მიიჩნევს, რომ პირველი არხის სხვა ტელეკომპანიებთან გაჯიბრება მიზანშეუწონელია.
„მაუწყებლის კანონის შესახებ“ არის აზრთა სხვადასხვაობა თავად უმრავლესობაში და ეს სახეზეა, გვერდს ვერც ვერავინ ვერ აუვლის. გარკვეულ უთანხმოებას იწვევს ორი საკითხი, „სტარტაპების“ თემა და რეკლამის თემა. თუმცა, დამერწმუნეთ რომ ორივე ნაწილს, ვინც ეთანხმება და არ ეთანხმება, ყველას გვინდა, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ფეხზე დადგეს. ვფიქრობ, რომ ამ საკითხზე შედგება შეთანხმება. ამ ტელეკომპანიის სხვა ტელეკომპანიებთან გაჯიბრება, ჩემი აზრით აბსოლუტურად მიზანშეუწონელია. წარმოუდგენელია ახლა ჩვენ გავაჯიბროთ საზოგადოებრივი მაუწყებელი ნებისმიერს, თუნდაც აი „ჯიხურ ტელევიზიებსაც“ რომ ეძახიან თუნდაც იმას, ნებისმიერ ტელევიზიას შეუძლია რეიტინიგი აწიოს სხვადასხვა მდგომარეობით“,- განაცხადა ნუკრი ქანტარიამ.
მისივე აზრით, „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ დიდ „მეგა შოუებში“ არ უნდა მიიღოს მონაწილეობა.
„ვფიქრობ, „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ უნდა ჰქონდეს ჩამოყალიბებული, ეროვნული თვითმყოფადობის იდეა და ამ იდეას უნდა გაყვეს ძალიან საინტერესოდ, ეს იქნება გადაცემების კუთხით, სერიალები, სატელევიზიო ფილმები საქართველოს ისტორიაზე, ქართულ კლასიკაზე, უამრავი მასალაა დასამუშავებელი, უამრავი ანალიზის დამუშავების ვალდებულება აქვს საზოგადოებრივ მაუწყებელს და მან ყველა ფენის გარკვეული სურვილი უნდა დააკმაყოფილოს. „საზმაუ“ ვერ იქნება და არ უნდა იყოს ოფიციანტის როლში, რომ რასაც რაღაც ფენა შეუკვეთავს, აუცილებლად უნდა გააკეთოს, მან უნდა იცოდეს ეროვნული იდეისკენ სწრაფვა. ეს თემა ასე ადვილად არ დაიწევს, ვფიქრობ, მაინც მოხდება შეთანხმება“,- აღნიშნა ქანთარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები