ნუკრი ქანთარია: ვფიქრობ, დაიწყება ახალი, რთული და საინტერესო ეტაპი

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ნუკრი ქანთარიამ, პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე, მიმდინარე პოლიტიკური საკითხები მიმოიხილა.

ქანთარია მიიჩნევს, რომ სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები, რომელიც მთავრობაში იყო განსახორციელებელი, უკვე განხორციელდა.

კითხვაზე მოსალოდნელია თუ არა გაზაფხულზე დამატებით სხვა ცვლილებები, ქანთარია პასუხობს, რომ „არაფერია გამორიცხული“.

„მე ვერ ვიტყვი, რომ რაიმე გამორიცხულია, ამ ეტაპისათვის. ხვალ, პარლამენტმა ახალ მთავრობას ნდობა უნდა გამოუცხადოს. ვფიქრობ, დაიწყება ახალი, რთული და საინტერესო ეტაპი. ხოლო, შემდეგ გაზაფხულისთვის რა სურათი გვქნება, არ ვიცი. მითუმეტეს, რომ უკვე პრეზიდენტის საარჩევნო წელში შევდივართ, პრეზიდენტი ამ შემთხვევაში, საყოველთაო-სახალხო კენჭისყრით იქნება არჩეული, ასე რომ, სერიოზული მზადებაა ამისთვისაც საჭირო. არაფერს გამოვრიცხავ, მაგრამ ამ ეტაპისთვის ვფიქრობ, რომ ყოველგვარი გადანაცვლებები რაც იყო გასაკეთებელი, გაკეთდა და ახლა უნდა შევხედოთ ეს სტრუქტურულად ახალი გუნდი როგორ გაართმევს თავს“, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები