თეა წულუკიანმა პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენაზე, მიწის რეგისტრაციის რეფორმაზე ისაუბრა

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტში საპროცედურო საკითხთა და წესების, იურიდიულ საკითხთა, თავდაცვისა და უშიშროების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე გამოსვლისას, მიწის რეგისტრაციის რეფორმაზე გაამახვილა ყურადღება, რომელსაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ახორციელებს.

„მოქალაქეებს შეუძლიათ, რეფორმის ფარგლებში ისარგებლონ ამ ნოვაციით, რაც გულისხმობს იმას, რომ მათი მიმართვის საფუძველზე, საჯარო რეესტრი პროაქტიულად მოიძიებს საჭირო დოკუმენტებს. დღეისათვის მოქალაქეების მომართვის საფუძველზე, უკვე 340 000 ნაკვეთი არის წარმატებით რეგისტრირებული, რაც ერთი-ორად მეტია, ვიდრე იმავე პერიოდში ჩვენ შევძლებდით, დაგვერეგისტრირებინა. რამდენადაც ადრე ეს პროცედურა იყო ფასიანი, იყო ბევრი ბარიერი, მოქალაქეს თვითონ უნდა მოეძებნა დოკუმენტები. რეფორმა გრძელდება მომავალი წლის პირველ ივლისამდე, თუმცა, ჩვენ, თქვენთან ერთად, უნდა ვიფიქროთ, ამ რეფორმის კანონის ზოგიერთი დებულება ხომ არ შემოვიტანოთ სამუდამოდ, იმისათვის, რომ საჯარო რეესტრს მომავალშიც ჰქონდეს პროაქტიულობის საშუალება”, – განაცხადა მინისტრმა თეა წულუკიანმა.
მიწის რეგისტრაციის რეფორმა 2016 წლის 1 აგვისტოს დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები