იაპონიიდან შემოყვანილი ჰიბრიდული ავტომობილებით საპატრულო პოლიცია ისარგებლებს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას თქმით, იაპონიიდან შემოყვანილი 100 ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილით, საპატრულო პოლიცია ისარგებლებს.

შესაბამისი განცხადება გიორგი გახარიამ პარლამენტში გააკეთა.

„სულ რამდენიმე თვის წინ, არსებობდა ასეთი გრანტი იაპონური მთავრობის, რომელზეც შევთანხმდით და საქართველოში უკვე ერთი კვირის წინ შემოვიდა დაახლოებით 100 ელექტრო და ჰიბრიდული ამოვტომობილი. იყო იდეა, რომ მთავრობის წევრები გადაგვესვა ამ მანქანებზე, მაგრამ ჩვენი თხოვნით, ეს სატრანსპორტო საშუალება დაეთმობა პატრულს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები