სენაკის რაიონში, სატვირთო მანქანის ამობრუნების შედეგად, მძღოლი გარდაიცვალა

სენაკის რაიონის სოფელ ზანაში ქვა-ღორღით დატვირთული სატვირთო მანქანა სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა, რის შედეგადაც, მძღოლი გარდაიცვალა.

ადგილზე მობილიზებული არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველები.

როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის, მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა გულისხმობას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია, სენაკის სამმართველოს თანამშრომლები და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველები არიან მობილიზებულები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები